25 აპრილი 2024,   03:27
ვრცლად
სპეცოპერაცია ღამის კლუბებში - შს მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს

სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში - შინაგან საქმეთა მინისტრთან დეპუტატებს კითხვები აქვთ. გიორგი გახარიას ოპოზიცია პარლამენტში იბარებს.
ოფიციალურ მოთხოვნას „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენებს.

გიორგი გახარიას პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, მინისტრი მზად არის დეპუტატების ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

თუმცა, ზუსტი თარიღი, თუ როდის მივა შს მინისტრი  საკანონმდებლო ორგანოში ამ ეტაპზე უცნობია.

""გვაქვს სურვილი, რომ მოვისმინოთ შს მინისტრისგან ყველა კითხვაზე დეტალური და ამომწურავი პასუხი. ამის გამო, ჩვენ  ჩავატარებთ გაერთიანებულ კომიტეტის სხდომას და ყველა დეპუტატს ექმნება საშუალება დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები ჩატარებულ ღონისძიებაზე“- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები