25 აპრილი 2024,   11:35
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შს მინისტრს შორის შეხვედრა ერთი ერთი საათით გადაიდო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ერთი საათით გადაიდო. 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შს სამინისტროში ჯერჯერობით არ მისულან. არსებული ინფორმაციით, მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წარმომადგენლები უწყებაში 11:00 საათზე მივლენ. 

წინასწარ არის ცნობილი ის საკითხები, რაზეც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი მოლაპარაკებებს გეგმავს.

პირველი საკითხია, 12 მაისის მოვლენების - ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესწავლა და ყველა იმ პასუხისმგებელი პირის დასჯა, რომელმაც სამოქალაქო სექტორის თქმით, ადამიანის უფლებები დაარღვია.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით კი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დღეიდან დაიწყება.

დღის ამბები