19 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
ძალადობრივი შოუების დადგმით შსს ცდილობს დაფაროს თავისი არაკომპეტენტურობა და უმოქმედობა - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ასეთი ძალადობრივი შოუების დადგმით შსს ცდილობს დაფაროს თავისი არაკომპეტენტურობა და უმოქმედობა,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ შსს ნარკორეალიზატორთა მიმართ ბრძოლაში არაეფექტურია.

ჭიაბერაშვილის თქმით, მომხდართან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს, სწორედ ამიტომ „ევროპული საქართველო“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს.

„საპარლამენტო უმრავლესობა, რომ იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდი და არა ივანიშვილის ხუშტურების მიხედვით მოქმედი, მაშინ პირველ რიგში ის უნდა იბარებდეს შს მინისტრს და საჯარო მოსმენაზე პასუხს უნდა სთხოვდეს, თუ რამ გამოიწვია მოქალაქეების მიმართ ასეთი ძალადობა პარასკევს საღამოს ან რატომ მართავს სუს და შსს ძალადობრივ, პრორუსულ, ფაშისტურ ჯგუფებს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები