18 აპრილი 2024,   14:35
ვრცლად
რუსული ჰიბრიდული საფრთხე არ შესუსტებულა - პრეზიდენტი

კვლევების როლი დეზინფორმაციასთან ბრძოლაში - კონფერენცია პრეზიდენტის სიტყვით გაიხსნა.

გიორგი მარგველაშვილმა აქცენტები, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით დეზინფორმაციის გავრცელებასა და რუსულ ჰიბრიდულ ომზე გააკეთა.

კონფერენციას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

„რუსული ჰიბრიდული საფრთხე არ შესუსტებულა, რუსული პროპაგანდა არ შესუსტებულა, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დახვეწილ ფორმებს იღებს.

რა შეგვიძლია ჩვენ დავუპირისპიროთ ამ პროცესს? პირველი, ჩემი აზრით, ჩვენ არ უნდა შევლახოთ ჩვენი საზოგადოებების თავისუფლება და არ უნდა დავიწყოთ აზრის გამოხატვის შეზღუდვა“- განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები