20 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ევროპის მთავარ საფრთხეებად ISIS-ს და რუსეთს ასახელებს 

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ევროპის მთავარ საფრთხეებად ISIS-ის და რუსეთს ასახელებს. ბერლინში, ევროპის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ენდრუ პარკერმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, ISIS უფრო კომპლექსური და გამანადგურებელი თავდასხმების მოწყობას ევროპაში შეეცდება.

"M I 5"-ის დირექტორმა რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა და სკრიპალების საქმეს განზრახ ჩადენილი ბოროტმოქმედება უწოდა.

მისი თქმით, აგრესიული და გამანადგურებელი ქმედებებით რუსეთი საკუთარ თავს დანარჩენი მსოფლიოსგან უფრო იზოლირებულს ხდის.

დღის ამბები