19 აპრილი 2024,   14:57
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე, კონტრაქციის დროს დაკავებული 4 პირი ჯარიმის სანაცვლოს გაათავისუფლეს

რუსთაველის გამზირზე გუშინ, კონტრაქციის დროს დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. შსს-ის ინფორმაციით, სულ ჯამში 10-მდე მეტი პირი დააკავეს.  

დაკავებულთაგან ერთი პირი 500 ლარის ოდენობის, ხოლო სამი მათგანი 400 ლარის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, სადაც „ქართული მარშის“ აქცია მიმდინარეობდა, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში რთული ვითარება იყო.

„ქართული მარში“ მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლას ცდილობენ.

შეხლა-შემოხლის შედეგად დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი.

 

დღის ამბები