25 აპრილი 2024,   20:56
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

ახლო აღმოსავლეთში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა.

დაპირისპირება ღაზის საზღვართან და პალესტინურ ქალაქებში დილიდან მიმდინარეობს.
ისრაელის არმია დემონსტრანტების შეჩერებას სნაიპერების დახმარებით ცდილობს.

გავრცელებული ცნობით, მოკლულთა შორის ბავშვებიც არიან, დაშავებულთა რაოდენობა კი 1 800 აჭარბებს. პალესტინელები იერუსალიმში შეერთებული შტატების საელჩოს გადატანასა და ისრაელის მმართველობის ღია მხარდაჭერას აპროტესტებენ.

საელჩოს გახსნის ცერემონია ისრაელის სახელმწიფოს დაარსების 70 წლისთავს დაამთხვიეს.

დღის ამბები