20 აპრილი 2024,   07:13
ვრცლად
მეგა შოუ „მხოლოდ ქართული" - კონკურსანტები სიმღერებს ქართული ანიმაციური ფილმებიდან შეასრულებენ

დღეს, მეგაშოუ „მხოლოდ ქართულის“ მორიგი კონცერტი გაიმართება. „რუსთავი 2“-ის მაყურებელი დღეს სიმღერებს ქართული ანიმაციური ფილმებიდან მოისმენს.

ჟიურისა და მაყურებლის მოხიბვლას საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობებით დღეს 8 კონკურსანტი შეეცდება.

რუსთაველი თეატრში დილიდან დაწყებულია სამზადისი. მეგაშოუ 9 საათიანი „კურიერის“ დასრულებისთანავე დაიწყება. კონკურსანტებიდან ერთ-ერთი, ვინც ყველაზე ნაკლებ ხმას მიიღებს, დღეს პროექტს დატოვებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები