24 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - კანონპროექტი შესაძლოა მმართველ გუნდში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი შესაძლოა მმართველ გუნდში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მრავალათასიან აქციაზე პირობა დადო, რომ კანონი ნარკო-მომხმარებლების სასარგებლოდ შეიცვლება, თუმცა ოცნების დეპუტატების ერთ ნაწილს აინტერესებს ვისი სახელით ლაპარაკობდა გიორგი გახარია. უმრავლესობის ერთი ფრთა პირდაპირ ამბობს, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. ამბოხებულთა სათავეში, ფრაქცია კონსერვატორებია. ზვიად ძიძიგურის გუნდი დღეს ყველაზე რადიკალური იყო. ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ დეკრიმინალიზაცია ქვეყანაში ნარკომომხმარებლებს გაზრდის, თუმცა ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას პარლამენტი ორ კვირაში დაიწყებს.

"ქართულ ოცნებას" კანონპროექტი დასამტკიცებლად 76 ხმა სჭირდება. თუ საჭირო ხმებს უმრავლესობის შიგნით ვერ მოაგროვებენ, მაშინ კანონპროექტის გასატანად უმრავლესობას ოპოზიცია დასჭირდება. ამ კონფიგურაციის შემთხვევაში შესაძლოა სიტუაცია მმართველი გუნდის შიგნით დაიძაბოს. ეს ერთხელ უკვე მოხდა, როდესაც ნინია კაკაბაძის კანდიდატურის დასამტკიცელად „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართლი ოცნების“ წევრების ერთმა ნაწილმა ითანამშრომლა. მაშინ ამის გამო „ქართული ოცნება“ ლამის დაიშალა და გუნდი ღრმა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა.

ოპოზიცია კი ყველა სახის ნარკოტიკული საშუალებისთვის დეკრიმინალიზაციას მხარს უჭერს, თუმცა იმედი არ აქვს რომ მმართველი პარტიის ამ რეფორმას განახორციელებს.

დღის ამბები