20 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
"საქართველოში ნარკოტიკების შემოსვლას მფარველობს უმაღლესი სამთავრობო დონე და ივანიშვილი"-სააკაშვილი

ნარკორეალიზატორებს საქართველო მფარველობს უმაღლესი სამთავრობო ეშელონებიდან - ეს სკანდალური განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ნარკორეალიზაციასთან ბრძოლა არის ძალიან მარტივი, თუ ამის ნება არსებობს.

„საქართველოში მასობრივად შემოდის ნარკოტიკები და საქართველოში ამას ყველაფერს მფარველობს უმაღლესი სამთავრობო დონე და ამასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები. ამაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება. შეუძლებელია თუ ამას არ მფარველობენ ასეთი მასშტაბის გავრცელება მოიპოვოს ნარკოტიკმა. ამის ჩაკეტვა შეიძლება ორ წუთში. ნარკოტიკებთან ბრძოლას არაფერი აქვს საერთო გასართობად წასული ახალგაზრდების დარბევასთან. ნარკოტიკებთან ბრძოლა ძალიან ადვილია. ყველამ იცის ყველა სახელი და გვარი. ერთ წუთში  გადაკეტავენ საზღვრის არხებს. მე მაქვს ამის დიდი გამოცდილება როგორ არ უნდა შემოუშვა ნარკოტიკები ქვეყანაში. ეს არის ადვილი გასაკეთებელი. ისინი არამარტო ამას არ აკეთებენ, ისინი ხელს უწყობენ რომ ნარკოტიკები შემოვიდეს ქვეყანაში. ის რაც გააკეთეს იყო დემონსტრაცია იმისი, რომ თუ ვინმე ხმას ამოიღებს ძალმომრეობის წინააღმდეგ, ჩვენ გვაქვს მეთოდები როგორ დაგარბიოთ მათშორის ჯიბის ფაშისტების მეშვეობით,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით მიმდინარე წელი ივანიშვილის მმართველობის დასრულების წელია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი  ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.

„ივანიშვილი ცდილობს საქართველო გადააგვაროს. ჩვენ ამას უნდა დავისვათ წერტილი და საქართველო გადავარჩინოთ. ის რომ ივანიშვილი არის დღეს ხელისუფლებაში ეს არის მათშორის ჩემს მიერ დაშვებული პირადი შეცდომების შედეგი და მე დავბრუნდები იმისთვის, რომ გამოვასწორო ჩემს მიერ დაშვებული შეცდომები. მე არ მივცემ საშუალებას ბიძინა ივანიშვილს გაანადგუროს ქართველი ხალხი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები