18 აპრილი 2024,   09:41
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - დამოუკიდებელი ექსპერტი ნივთმტკიცებებს სწავლობს

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის დაცვის მხარეს ნივთმტკიცებები გადასცეს. მათ ამ წუთებში დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი სწავლობს.

შესწავლის პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მტკიცებულებები ისევ პროკურატურას გადაეცემა.

„ეს არის კომპლექსური ექსპერტიზა. ჩართულია კრიმინალისტი, რომელიც ტრასოლოგიურ კვლევას ჩაატარებს. ძირითადად, ეს იქნება ტანსაცმლის შესწავლა და შემდეგ უკვე დასკვნა დაიწერება სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტური ექსპერტიზის დასკვნები. ჩვენ დღეს ტანსაცმელს შევისწავლით. პროცესი დახურულია, გაფრთხილებულები ვართ გაუხმაურებლობაზე და აქედან გამომდინარე, დასკვნებს სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ვერ გეტყვით,“- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

დღის ამბები