თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. მოსკვიჩის მარკის ავტომობილს ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მფლობელი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გაჩერდა და გადმოსვლას ცდილობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, აალება სავარაუდოდ, ელექტროობაში არსებულმა პრობლემამ გამოიწვია.
ადგილზე სახანძრო- სამაშველო ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული.