19 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
60 გარდაცვლილი, მათ შორის 8 თვის ჩვილი - პალესტინელები აქციების დროს დაღუპულებს გლოვობენ

პალესტინელები აქციების დროს დაღუპულებს გლოვობენ. პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ბრძანებით, არაბულ დასახლებებში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის არმიის სამხედროებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს 60 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის, 8 ბავშვია. ერთ-ერთი კი 8 თვის ჩვილია, რომელიც ცრემლსადენი გაზით დაიღუპა.

აქცია ე.წ. ნაკბას - პალესტინელთა მასობრივი გამოძევების 70-ე წლისთავს ეძღვნება, თუმცა, მომიტინგეები ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანასაც აპროტესტებენ.

საერთაშორისო გაერთიანებამ ისრაელი ძალის გამოყენების გამო გააკრიტიკა. თურქეთმა კი ოფიციალური თელავივი პალესტინელთა გენოციდში დაადანაშაულა. ღაზის საზღვარზე შექმნილი ვითარების განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა დაინიშნა. 

დღის ამბები