19 აპრილი 2024,   22:39
ვრცლად
„16 ქალი ცვლილებისთვის” - პრესკონფერენცია ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებული ერთწლიანი პროექტის შესახებ 

„16 ქალი ცვლილებისთვის” - ამ სახელწოდებით, მულტიმედია-განათლების ცენტრში ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებული ერთწლიანი პროექტის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში 16 დამწყები კინორეჟისორი გადაიღებს და დაამონტაჟებს მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს იმ ქალზე ან ქალებზე, რომლებიც მათივე თემში ცხოვრობენ.

მონაწილეები ღია კონკურსის წესით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შეარჩიეს.

„2019 წლის მარტში თქვენ საშუალება გექნებათ, ნახოთ 16 კინორეჟისორის სხვადასხვა ხედვა თუ როგორია ქართველი ქალი,“ - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშემ, დემიან უომპლერმა.

დღის ამბები