18 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
17 მაისი და ორი აქცია - საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს, ლგბტ თემი კი ჰოპმოფობიის წინააღმდეგ იკრიბება

უკვე დაანონსებული ორი პარალელური აქცია - 17 მაისს თბილისის ცენტრში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პირები შეიკრიბებიან.

საპატრიარქო მრავალათასიან მსვლელობას გეგმავს. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად მრევლი 40 ეპარქიიდან შეიკრიბება. მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყება და ვარდების მოედნის გავლით ქაშუეთის ეკლესიამდე მივა. საბოლოო ლოკაცია კი სამების საკათედრო ტაძარია.  

კიდევ ერთი ადგილი თბილისში, რომელიც 17 მაისს აქციების ეპიცენტრი იქნება, მთავრობის ადმინისტრაციაა. ლგბტ თემის წარმომადგენლები ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეიკრიბებიან.

ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობის მონაწილეებსა და ლგბტ თემის სოლიდარობის აქციას შორის დაცილება მხოლოდ რამდენიმე მეტრი იქნება. სწორედ ამიტომ, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, აქციის ორგანიზატორებმა წელს მსვლელობაზე უარი თქვეს და პროტესტს ინგოროყვას ქუჩაზე დააფიქსირებენ.

პარალელურად, 17 მაისს მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავა ძალოვანი უწყება. დედაქალაქის მერი გარანტიას იძლევა, რომ ამ დღეს არც ერთი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდება. 

დღის ამბები