24 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
არ ვეთანხმები იმას, რომ პროტესტი ჩაქრა... ეს პროტესტი ისევ განახლდება - კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი

"უმართავი მასა" - ასეთ შეფასებას აძლევს „ჩვენი თავისუფლებისათვის“ აქციის მონაწილე და კლუბ ბასიანის დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი კონტრაქციის მონაწილეების ქმედებას.

ზვიად გელბახიანი ამბობს, რომ მათი დარბევის შემთხვევაში, სიტუაციის ესკალაცია მოხდებოდა, ამიტომ „ჩვენი თავისუფლებისათვის“ აქციის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს სცენარი აერიდებინათ თავიდან. 

ზვიად გელბახიანი თვლის, რომ დაპირისპირების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა „ჩვენი თავისუფლებისათვის“ აქციის მონაწილეებს. ის ასევე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აქციის დაშლის შემდეგ საპროტესტო მუხტი ჩაქრა. 

„არ ვეთანხმები იმას, რომ პროტესტი ჩაქრა და ჩვენ დავიშალეთ სახლებში. პროტესტი შეჩერდა. დაველოდებით მიმდინარე დღეებს. ეს პროტესტი ისევ განახლდება, თუ დავინახეთ, რომ ეს უკმაყოფილო დღეები, როგორიც დღეს იყო, განახლდება,“ - განაცხადა გელბახიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები