20 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა მიმდინარე ფორმატში მუშაობა - ბექა წიქარიშვილი

„შეხვედრაზე პარლამენტში, ფაქტობრივად, ეს განგვიცხადა მინისტრმა, რომ შესაძლოა, საჭირო გამხდარიყო დამატებითი ძალის გამოყენება,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრმა, ბექა წიქარიშვილმა, გააკეთა.

ბექა წიქარიშვილის თქმით, ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ იბრძვიან მისი თანამოაზრეები და სწორედ ამიტომ მიიღეს პარლამენტის წინ გამართული აქციის დასრულების გადაწყვეტილება, რათა სამართალდამცავებს კონტრაქციის მონაწილეები წყლის ჭავლით არ დაეშალათ.

„დაპირისპირების საფრთხეები რეალურად არსებობდა და ესკალაციას ვერ დავუშვებდი... ეს დაშლა ჩემთვის, პირადად, მიუღებელი იქნებოდა, რადგან შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი აგრესია გამოეწვია საზოგადოებაში და სადამდე მიგვიყვანდა, კაცმა არ უწყის და უპასუხისმგებლო პარტიულ პოლიტიკოსებს ვერ მივცემდი იმის საშუალებას, რომ შემდეგ ჩვენს აქციაზე რაღაც პოლიტიკური მიზნებით აეწყო თავიანთი მომავალი,“ - განაცხადა წიქარიშვილმა.

ბექა წიქარიშვილის თქმით, ახლა იგეგმება ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას და ამის შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა მიმდინარე ფორმატში მუშაობა.

წიქარიშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ვერ მოისმინა კონკრეტული არგუმენტები, რატომ შეიჭრნენ აღნიშნულ კლუბებში.

დღის ამბები