23 სექტემბერი 2018,   05:39
ვრცლად
რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს აგზავნის

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს აგზავნის - განცხადება ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. გავრცელებული ინფომრაციით, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტლება ქართულ ეკლესიასთან შეთანხმებულია. მოსკოვის დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს და აუცილებელობის შემთხვევაში დაევალება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია წარმოადგინოს.

საქართველოს საპატარიარქოში განმარტავენ, რომ რუსეთის ეკლესიის დეკანოზის გამოგზავნა ეკლესიებში შორის არსებული შეთანხმებით ხდება და მოსკოვში ქართული მრევლისთვის დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი უკვე ორი თვეა რაც მსახურობს. 

"თუ ჩვენ ვაგზავნით, მაგათაც აქვთ ლეგიტიმური უფლება რომ მათაც გამოაგზავნოს,"-აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი

დღის ამბები