23 აპრილი 2024,   10:09
ვრცლად
კლუბ" ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გამორიცხავს, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება მათ კლუბში ამოიღეს

კლუბ" ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გამორიცხავს, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება მათ კლუბში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, კლუბის ყველა სტუმარი დაწესებულებაში შესვლამდე მკაცრად მოწმდება. ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლისთვის გაუგებარია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებაც კლუბის თანამშრომელთა და დამფუძნებელთა შესაძლო დაკავების შესახებ. 

"არ ვფიქრობ რომ ეს ნივთიერება იქნეს ბასიანიდან ამოღებული, ჩვენ ყველას ვჩხრიკავთ ყველა შემომსვლელს, ის რეზულტატი რაც კლუბში შემოსვლამ გამოიწვია, არ ელოდებოდა შს მინისტრი ამ ყველაფერს. რომელიმე ჩვენი პირის დაკავება ჩემი აზრით გამოიწვევს უფრო დიდ საზოგადოებრივ პროტესტს,"-აცხადებს ზვიად გელბახიანი.

დღის ამბები