შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ გამოთქმული მუქარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.
საუბარია 13 მაისს რუსთაველის გამზირზე ორგანიზაციის მიერ, აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებზე.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, გვიან ღამით დიღმის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.
„საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრები ამ ბრალდებას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ 13 მაისს ისინი არა რუსთაველის გამზირზე, არამედ „ლონდონის სკვერში“ იმყოფებოდნენ და მათ დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ.
„თუკი მოხდება სამოქალაქო ომი, ახლაც განვაცხადებ, და სახელმწიფოს მართვის სადავეები და კონტროლი ხელიდან გაექცევა ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ“- ამბობს გიორგი ჭელიძე.