ნეონაცისტური დაჯგუფებების მონაწილეთა მხრიდან 13 მაისს ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა სახალხო დამცველმა.
ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტრ-დემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას. გავრცელდა ინფორმაცია "რუსთავი 2"-ის ოპერატორისთვის საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური დაპირისპირების შესახებ."