16 ოქტომბერი 2018,   00:25
ვრცლად
"ჩვენი შეფასება არის ჩვენი გადაწყვეტილებები“ - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 12 მაისის სპეცოეპრაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ პირველ კომენტარს  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს.

ზაზა თავაძე, ღამის კლუბების დარბევის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართ სასამართლოს დამოკიდებულება, მათ გადაწყვეტილებებზე არაერთხელ აისახა.

„არაერთი გადაწყვეტილება არის ბოლო წლების განმავლობაში მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოტიკების ნაწილში. ბოლო გადაწყვეტილება იყო, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული იქნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარებისთვის, ანუ მოხდა ამის დეკრიმინალიზაცია, დანარჩენი, თუ როგორ იქნება ამასთან მიმართებით საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებები ამას წინასწარ ვერ გეტყვით, ეს დამოკიდებული იქნება იმ სარჩელებსა და წარდგინებებზე, რომელიც საკონსტიტუციო სასმართლოშია ახლა შემოსულია ან მომავალში შემოვა.

ჩვენი შეფასება არის ჩვენი გადაწყვეტილებები, ამიტომ უნდა დაველოდოთ გადაწყვეტილებებს“-აცხადებს თავაძე.

ნარკოპოლიტიკის მოკლე დროში რეფორმირების შესახებ საუბრობს მესამე სექტორი. მათი განცხადებით, იმ პირობებში, როცა საპარლამენტო უმრავლესობაში ამ საკითხზე თანხმობა არ არის არ აქვთ იმედი, რომ ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადაიდგმება.
არასამთავრობოები მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობას რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება როგორც დოზირებასთან დაკავშირებით ასევე დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ განზრახ ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, როცა გარკვეული პირები ამბობენ, რომ მესამე სექტორი, ნარკოტიკების ლეგალიზებას ითხოვს. მათი განცხადებით, სინამდვილეში საუბარია დეკრიმინალიზაციაზე და დოზირების განსაზღვრაზე.

დღის ამბები