23 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დროს დაზარალებულ ოჯახებს ბინები გადაეცემა

კოოპერატიული ბინათმშენებლობის დროს დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება დედაქალაქის მასშტაბით იწყება. ამ ინიციატივაზე თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძე ამბობს, რომ ასეთი ოჯახი თბილისში 3 ათასია, პირველ ეტაპზე 800 ოჯახი დაკმაყოფილება. 

ტენდერი სოციალური პროექტის განსახორციელებლად მომდევნო კვირას გამოცხადდება. გამარჯვებული ბიზნესკომპანიას კი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

„მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომლებზეც ხსენებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უნდა განეხორციელებინა სახელმწიფოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პრივატიზებული იქნა სხვადასხვა პირზე, რითაც სრულად უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინი და მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესაძლებლობები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. თუმცა, ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას. პირველ ეტაპზე დავაკმაყოფილებთ 800 ოჯახს,  შევიმუშავეთ რიგითობის სამართლიანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები,“- განაცხადა კახა კალაძემ.  

დღის ამბები