20 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
„კარგია, რომ მზად არის შეხვდეს ვლადიმერ პუტინს და ესაუბროს" - "პატრიოტთა ალიანსი" პრეზიდენტის განცხადებას დადებითად აფასებს

პრეზიდენტის მზაობას შეხვდეს და ესაუბროს ვლადიმერ პუტინს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია დადებით გადაწყვეტილებად აფასებს.

ლომია აცხადებს, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგი და იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც ამ წლების მანძილზე დაგროვდა.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის განცხადება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს.

„კარგია, რომ მზად არის შეხვდეს ვლადიმერ პუტინს და ესაუბროს იმ პრობლემებზე, რომელის წინაშეც ჩვენ უკვე 27 წელია ვდგავართ რა შედეგი დადგება და რა პოლიტიკურ დივიდენდებს მოიპოვებს არ ვიცი, ემზადება თუ არა თავად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავად გიორგი მარგველაშვილი და ამ შეხვედრით შეემატება თუ არა ამომრჩეველი ამასაც ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად დიალოგი საჭიროა და დიალოგი კარგია“-ამბობს გიორგი ლომია.

მმართველი გუნდის წევრები გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებიან. უცნობია, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია მმართველ გუნდს იმ განცხადების შესახებ, რომელზეც მან სტუნდენტებთან ისაუბრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები