23 აპრილი 2024,   15:32
ვრცლად
მარგველაშვილი პუტინთან შესახვედრად მზად არის - პრეზიდენტს არგუმენტად საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოჰყავს

საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზად არის. პრეზიდენტობის ბოლო, მეხუთე წელს და ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, გიორგი მარგველაშვილი მსგავსი ინიციატივით პირველად გამოვიდა.

მოულოდნელი განცხადების მთავარ არგუმენტად, პრეზიდენტი საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით,  საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა.

„საზოგადოებრივი აზრი რუსეთთან მიმართებაში ორად არის გაყოფილი. რასაც მე ვხედავ გამოკითხვებს უკვე ბევრი წლის განმავლობაში დომინანტური არის, რომ რუსეთთან ურთიერთობის დასტაბილურებას მოსახლეობის უმრავლესობა კი არა დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.

შესაბამისად ქართული საზოგადოება მზად არის რუსეთთან სასაუბროდ მეც მზად ვარ ბუნებრივია, მაგრამ ეს არის საუბარი კონკრეტულ ქმედებებზე რომელიც უნდა განხორციელდეს.

ეს კონკრეტული ქმედებები ვერ განხორციელდება, თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება მთავარ თემაზე, რომ რუსეთმა რატომღაც 2008 წელს გადაწყვიტა, რომ აქვს  საკმარისი საბაბი ტანკებითა და ავტომატებით შეცვალოს საქართველოს რუკა, ამის აბსოლუტური მიუღებლობა უნდა იყოს ჩვენში. მე ვფიქრობ ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, მზად არის სხვა თემებზე ესაუბროს რუსეთს, ოღონდ

ამ ისტორიული აბსურდის და უსამართლობის მიღმა აქ წითელი ხაზი გადის,“ - განაცხადა პრეზიდენტმა სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.

დღის ამბები