20 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
„ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლა ქართულ პოლიტიკაში მძიმე კრახით დასრულდება" - სალომე სამადაშვილი

„ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლა ქართულ პოლიტიკაში და ახალი პოლიტიკური პროექტის განხორციელება, დარწმუნებული ვარ, რომ მძიმე კრახით დასრულდება, მთავარია, რომ ეს მძიმე კრახი არ აღმოჩნდეს ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის სესიაზე გააკეთა.

საკანონმდებლო ორგანოში 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე მსჯელობდნენ.

„ე.წ. მეორედ მოსვლა, ანუ ივანიშვილის დაბრუნება საჯარო პოლიტიკურ ასპარეზზე შედგა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, სად დაბრუნდა. ბატონი ივანიშვილი, რადგან არასდროს ჩამითვლის, რომ ის სადმე წავიდა ქართული პოლიტიკიდან. მიმაჩნია, რომ ექვსი წელი ჩრდილიდან მართავს სწორედ ამ ქვეყანას. მისი როლის ნახევრად ფორმალიზაციას პარტიის თავმჯდომარის რანგში მივიჩნევ აღიარებად, რომ ის თავდ თვლის, რომ პოლიტიკური პროექტი მათ შორის არაფორმალური როლიდან ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების გაკონტროლებისა და მართვის ჩავარდნილია, როგორც ჩანს ბატონ ივანიშვილს ახალი გეგმა აქვს უკვე ნახევრად ჩრდილოვანი პოზიციიდან, როგორ გააკონტროლოს უკეთ ამ ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და მმართველი უმრავლესობაც,“- აღნიშნა სამადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები