25 აპრილი 2024,   19:13
ვრცლად
ჟენევის აუქციონზე უნიკალური სამეფო ბრილიანტი გაიყიდა

ჟენევის აუქციონზე უნიკალური სამეფო ბრილიანტი გაიყიდა.

ძვირფასი ქვა, რომელიც 300 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნების სამეფო დინასტიებს ეკუთვნოდა, ანონიმმა მყიდველმა 6 მილიონ 700 ათას დოლარად შეიძინა. 6 კარატიანი ნაცრისფერი ბრილიანტი მე-18 საუკუნეში ინდოეთის საბადოზე აღმოაჩინეს. მისი პირველი მფლობელი ესპანეთის დედოფალი ელისაბედ ფარნესი იყო. ძვირფასი ქვა მონარქს 1715 წელს ქორწილში აჩუქეს, როდესაც ფილიპ მეხუთესთან იქორწინა.

ამის შემდეგ სამკაული მემკვიდრეობით 7 თაობას გადაეცემოდა და ესპანეთის, საფრანგეთის იტალიისა და ავსტრიის მონარქების კუთვნილებას წარმოადგენდა. ჟენევის აუქციონზე სხვა სამკაულებიც გაყიდეს. ყველაზე ძვირფასი ლოტი 52 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აღმოჩნდა, რომელშიც მყიდველმა 9 მილიონ 260 ათას დოლარი გადაიხადა.

დღის ამბები