24 აპრილი 2024,   06:58
ვრცლად
„ნუ ჰგონია შს მინისტრს, შემოვა ამ დარბაზში თეთრ ცხენზე ამხედრებული როგორც ტრიუმფატორი, მისი სტატუსია დამნაშავეების მფარველი"- რომან გოცირიძე

„ნუ ჰგონია შს მინისტრს, რომელიც აქ მობრძანდება, შემოვა ამ დარბაზში თეთრ ცხენზე ამხედრებული როგორც ტრიუმფატორი, დღეისთვის მისი სტატუსი არის დამნაშავეების მფარველი,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის სესიაზე გააკეთა.

ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციები პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების თემა გახდა. დეპუტატები გიორგი გახარიასგან განმარტებებს ელოდებიან.

„ხელისუფლებამ აირჩია მეტად საგანგაშო და სახიფათო მეთოდი ოპოზიციის განეიტრალებისა, ნებისმიერი მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისა, მის მიერ მართული ნეონაცისტური, ექსტრემისტული, რუსეთიდან მართული აგენტურის მეშვეობით. ის, რაც ხდებოდა ამ დღეებში არის პირდაპირი დანაშაული,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები