20 აპრილი 2024,   16:29
ვრცლად
3 დღე სამეფო ქორწილამდე - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქალაქ უინძორში იქორწინებენ

სამეფო ქორწილამდე 3 დღეა დარჩენილი. პრინცმა ჰარიმ და მისმა საცოლემ ხელისმომკიდეები შეარჩიეს. მეგან მარკლს 6 გოგონა დაეხმარება, რომელთა შორის იქნება უილიამისა და ქეითის შვილი, სამი წლის პრინცესა შარლოტი.

მის საქმროს კი საქორწინო ცერემონიაზე შარლოტის უფროსი ძმა 4 წლის პრინცი ჯორჯი მოემსახურება. ჰარი და მეგან მარკლი ქალაქ უინძორში იქორწინებენ.

ჯვრის წერის ცერემონია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართება. შესაძლოა ქორწილს ვერ დაესწროს მეგან მარკლის მამა. გავრცელებული ცნობით, მას გული აწუხებს და ოპერაცია დაუნიშნეს.

დღის ამბები