20 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპთან დაგეგმილი მოლაპარაკების ჩაშლით იმუქრება

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპთან დაგეგმილი მოლაპარაკების ჩაშლით იმუქრება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ისტორიულ სამიტს იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფხენიანს - ბირთვული პროგრამის გაუქმებას კვლავაც დაჟინებით მოსთხოვს.

ოფიციალური განცხადება ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაავრცელა, თუმცა ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ოფიციალური შეტყობინება ფხენიანიდან არ მიუღიათ და სამიტისთვის მზადებას განაგრძობენ.

მანამდე ფხენიანმა სეულთან დაგეგმილი მაღალი რანგის შეხვედრა გააუქმა. ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკება დღეისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ იმის გამო, რომ სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები არ შეაჩერეს, კიმ ჩენ ინმა შეხვედრა გააუქმა.

დღის ამბები