20 აპრილი 2024,   19:41
ვრცლად
„26 მაისს სისხლის გუბეებში იდექით და ბედნიერი სახეებით ტაშს უკრავდით თქვენს პოლიტიკურ ბელადს" - სესიაშვილი ოპონენტებს მიმართავს

„26 მაისს სისხლის გუბეებში რომ იდექით და ბედნიერი სახეებით ტაშს რომ უკრავდით თქვენს პოლიტიკურ ბელადს და რამდენიმე მეტრში ორი გვამი რომ არ იყო გაციებული, აი იმ პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ და ეს არის ძალადობა,“- ასე უპასუხა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან და კონტრაქციასთან დაკავშირებით შს მინისტრისთვის კითხვებზე პასუხებს ითხოვენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა ოპოზიციას ბრალდებებითვე უპასუხეს და ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდი გაიხსენეს.

„დრაკონული ნარკოპოლიტიკა, სისხლიანი ნარკოპოლიტიკა, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოკეტა ციხეში, აწამა იმ ციხეებში და ამით აიძულებდა, თავი დაენებებინა, თითქოს, ეს ყველაზე „კეთილშობილური“ მიზანი იყო ნარკოტიკების მოხმარებისთვის, არის თქვენი შემოქმედება,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები