23 აპრილი 2024,   21:45
ვრცლად
ძირითადად თავდაცვის ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებისკენ - იზორია 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე იმყოფებოდა. შეხვედრის მთავარი საკითხები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული გამოწვევები იყო.

ლევან იზორიამ შეხვედრის მონაწილებს საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმები გააცნო და ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის გაგრძელების შესახებ ისაუბრა.

„ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ნატოს სტანდარტები ყველა მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ არის განხორციელებული და გრძელდება მისი განხორციელება. პირველ რიგში გამოვყოფდი იმას, რომ ჩვენი ოპტიმიზაციის შედეგად, ჩვენ ძირითადად, თავდაცვის ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებისკენ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

პენსილვანიის უნივერსიტეტის ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს შანსი, რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, თუმცა მას ამისთვის რთული გზის გავალ უწევს.

დღის ამბები