19 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
17 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო რეჟიმში იმუშავებს - ნათია მეზვრიშვილი

17 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. მიზეზი დაგეგმილი აქციებია. 

შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ უწყება, საპროტესტო აქციების დროს, მოქალაქეთა უსაფრთხოებას დაიცავს. 

გარდა ამისა, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრა უკვე შედგა.

„იქ, სადაც გაიმართება ღონისძიება, აქციის მონაწილეების სადაც შეიკრიბებიან და ჩვენ ამაზე უკვე წინასწარ შევხვდი, მოლაპარაკებები უკვე გავმართეთ, მაქსიმალურად, პოლიციის მხრიდან, მათი დაცულობა იქნა უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორი 17 მაისს საპროტესტო აქციას მართავს. 

მსვლელობა - აქცია დაგეგმა საქართველოს საპატრიარქომაც. მსვლელობა ვარდების რევოლუციის მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. ის ოჯახის სიწმინდის დღეს ეძღვნება. 

დღის ამბები