19 აპრილი 2024,   07:08
ვრცლად
"თანასწორობის მოძრაობის" ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული - შეხვედრა პროტესტის ნიშნად შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ დატოვა

ამ წუთებში "თანასწორობის მოძრაობის" ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავების გამოძახება სავარაუდოდ დაპირისპირების გამო გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მწვავე შელაპარაკებას აქვს ადგილი.

პარალელურად, შეხვედრა დატოვა რამდენიმე მონაწილემ, მათშორის ანა სუბელიანმა თუმცა მათგან არც ერთს არ უთქვამს რატომ დატოვა შეხვედრა და გაიმართება თუ არა ხვალ აქცია.

რაც შეეხება შეხვედრას, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში მესამე სექტორი 17 მაისს დაგეგმილ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე მსჯელობს.

მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ გაიმართება თუ არა ხვალ აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. აღნიშნულ საკითხზე აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი თვლის, რომ ხვალინდელი აქციის უსაფრთხოება შესაძლოა არ იყოს დაცული და ე.წ მარშელების და ნეონაცისტური ორგანიზაციების მიერ თავდასხმა განხორციელდეს. ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ მიუხედავად შესაძლო საფრთხისა, აქცია მაინც უნდა ჩატარდეს.

აქციის ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ გუშინ, შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ დადგა. 

დღის ამბები