15 ნოემბერი 2018,   19:46
ვრცლად
მნიშვნელოვანი
კრისტის აუქციონზე გატანილი უცნობი მხატვრის პორტრეტი რემბრანდტის ნახატი აღმოჩნდა

კრისტის აუქციონზე გატანილი უცნობი მხატვრის პორტრეტი რემბრანდტის ნახატი აღმოჩნდა. ის ჰოლანდიელმა დილერმა შარშან 185 ათას დოლარად შეიძინა, რადგან დარწმუნებული იყო მისი რეალური ავტორის ვინაობაში.

ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი ჯერ სპეციალისტებმა შეამოწმეს, შემდეგ კი ნახატს რენტგენული ექსპერტიზაც ჩაუტარდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ის ნამდვილად რემბრანდტის მიერაა შესრულებული.

ახლად აღმოჩენილი პორტრეტის სიგრძე ერთი მეტრია და სავარაუდოდ, რემბრანდტმა ის 28 წლის ასაკში დახატა.

დღის ამბები