22 მაისი 2018,   09:51
ვრცლად
ე.წ. პიჯაკების საქმე - ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვს

საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა გრძელდება. ადვოკატმა ბექა ბასილიამ მოსამართლის ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოსამართლე მოწმეს ერთგვარად ეხმარებოდა კითხვაზე პასუხის გაცემაში და ხშირად უადვილებდა პასუხის გაცემას. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმის პროკურორი აცხადებს, რომ შესაძლოა დაცვის და ბრალდების მხარის შუამდგომლობები ხშირად არ დაკმაყოფილდეს თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მოსამართლის ობიექტურობა.

დღეს მთავარი აუდიტორი ნოდარ ვეკუა უნდა დაიკითხოს, რომელმაც ყველა ის დოკუმენტი შეისწავლა, რის საფუძველზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, ბრალი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის წაუყენეს.

დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდების მოწმე ზეწოლად აღიქვამს ყველა იმ კითხვას, რომელსაც ადვოკატები უსვამენ.

„ბრალდების მოწმეს, რომელიც ნამდვილად ბრალდების დაკვეთით მოქმედებს მიაჩნია რომ მისი არაკომპეტენტურობის მხილება, მისი ტენდენციურობის მხილება ეს არის მასზე ზეწოლა. აი ამდაგვარად ხედავს, მას უნდა რომ ყველაფერზე თავს ვუქნევდეთ. და კრიტიკული კითხვები მას მიაჩნია პიროვნულ შეურაცხყოფად,“-განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილიამ.   

დღის ამბები