14 ნოემბერი 2018,   05:34
ვრცლად
რაიონული საავადმყოფოები ქვეწარმავლის საწინააღმდეგო შრატით მომარაგდა

დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებში ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ვაქცინის პრობლემა აღარ არსებობს. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე განმარტავს, შესაბამისი შრატით ქვეყნის ყველა რაიონული საავადმყოფო მომარაგდა.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გველის ნაკბენით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„გველის ნაკბენით საქართველოში ბოლო ადამიანი გარდაიცვალა 2011 წელს. იმის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა. წელიწადში მაქსიმუმ 70 ადამიანს შეიძლება უკბინოს გველმა. აქედან დაახლოებით ნახევარს სჭირდება ხოლმე შრატის გაკეთება. შრატი არის ქვეყნის ყველა რაიონის საავადმყოფოში,“-განაცხადა პაატა იმნაძე. 

დღის ამბები