22 მაისი 2018,   09:51
ვრცლად
შს მინისტრთან შეხვედრის თარიღი ამ დრომდე უცნობია, უკიდურესი ვადა არის ამ კვირის შაბათი"- "თეთრი ხმაური" განცხადებას ავრცელებს

თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები შს სამინისტროსგან მოლაპარაკებათა შეხვედრის შემდეგი რაუნდის ჩანიშვნას ელოდებიან. საგანგებო განცხადება "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" რამდენიმე წუთს წინ გაავრცელა.

"შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია, უკიდურესი ვადა არის ამ კვირის შაბათი. სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს გავაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას თუ გადავინაცვლებთ საპროტესტო რეჟიმში,"- ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრა სადაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე უნდა ემსჯელათ დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ირკვევა, რომ დღეს ეს მოლაპარაკებები აღარ შედგება.

დღის ამბები