20 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
53 დაკავებული 5 თვეში - სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების სტატისტიკას აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს გასულ წლებთან შედარებით მონაცემები გაზრდილია.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, 2018 წლის მონაცემებით, სიძულვილის მოტივი 50-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში გამოიკვეთა, დაკავებულია 53 პირი. 

„2018 წელს სიძულვილის მოტივი გამოკვეთილ იქნა 50-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში, რაც საგრძნობლად აჭარბებს 2017 წლის სრულ მონაცემებს. 2018 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული იქნა 53 პირი. 2018 წლის მონაცემები მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გამომძიებელთა ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გაიზარდა და დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა,”-განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ.

დღის ამბები