19 ოქტომბერი 2018,   22:55
ვრცლად
კლუბებში ნაპოვნია 34 ლოკაცია, სადაც ნარკოტიკი ინახებოდა - დაწესებულებების მფლობელები დაკითხვაზე დაიბარეს 

კაფე "გალერის" დამფუძნებელს დაკითხვაზე ელოდებიან. საქმე ეხება 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას. სწორედ "გალერის" დაცვის უფროსი დააკავა 12 მაისს ჩატარებული სპეციოპერაციის დროს კრიმინალურმა პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით. 

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ დაკითხვაზე დაიბარებენ "ბასიანის" დამფუძნებელსაც და კლუბების სხვა თანამშრომლებს. 

როგორც "კურიერს" კრიმინალურმა პოლიცის ხელმძღვანელმა განუცხადა, კლუბ „ბასიანსა“ და“გალერიში“ ჩატარებული ჩხრეკისას 34 ლოკაციაა აღმოაჩინა, საიდანაც სხვადახხვა სახის საეჭვო ნივთიერებები იქნა ამოღებული.  

კლუბების მფლობელები კი ამბობენ, რომ მთელი ეს ისტორია პოლიციამ მათი დისკრედიტაციისათვის გამოიგონა. თუმცა არ გამორიცხავენ რომ კლუბური ნარკოტიკი, ღამით გასართობად მისულ სტუმრებს ჰქონდათ, რომლებმაც აბები და ფხვნილი კლუბში სპეცრაზმის გამოჩენის დროს ძირს დაყარეს. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ კლუბებში ნარკოტიკი თავად სამართალდამცავებმა დატოვეს. 

ამასთან ჯერ უცნობია, როდის გაიხსნება ღამის კლუბები.  ამ დრომდე „ბასიანიც“ და „გალერიც“ დალუქულია. ძალოვან უწყებაში კი აცხადებენ, რომ გამოძიების სრულფასოვნად ჩატარებისთვის, პროცესი შესაძლოა 3 კვირას გაგრძელდეს 

დღის ამბები