23 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
450 ლარიანი ჯარიმა - გიორგი გაბედავა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

გიორგი გაბედავას საქალაქო სასამართლომ 450 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ის სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით 13 მაისს კონტრაქციაზე დააკავეს. მასთან ერთად, პოლიციამ კიდევ 16 პირი აიყვანა, რომელთაგანაც სამართალდამრღვევად სასამართლომ ყველა ცნო. გიორგი გაბედავას მსგავსად მათაც ჯარიმის გადახდა მოუწევთ. 

კონტრაქციის წევრები, რომელთა შორის ე.წ. ქართული მარშის წარმომადგენლებიც არიან, პოლიციამ 13 მაისს დააკავა.

ისინი 12 მაისს კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი ახალგაზრდების წინააღმდეგ კონტრაქციას მართავდნენ და მათი ძალისმიერი მეთოდებით დაშლას ცდილობდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები