25 აპრილი 2024,   13:02
ვრცლად
მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი გადაწყვეტილება, გავაუქმოთ 17 მაისის აქცია - ლგბტ უფლებების დამცველები

ორი პარალელური აქცია დღეს თბილისში აღარ გაიმართება. ლგბტ უფლებების დამცველებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დაანონსებული აქცია გააუქმეს. ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქციის ჩაშლის მიზეზად ორგანიზატორებმა შესაძლო დაპირისპირებმა დაასახელეს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათ აქციის მშვიდობიანად ჩატარების გარანტია ვერ მიიღეს და ნეონაცისტური ჯგუფებიდან სიტუაციის ესკალაციას ელოდნენ. გადაწყვეტილებას წინ რამდენიმესაათიანი ხმაურიანი მოლაპარაკებები უძღოდა. ნინოშვილის ქუჩაზე, იქ სადაც დაძაბული შეხვედრა იმართებოდა, საპატრულო პოლიცია რამდენჯერმე გამოიძახეს.

"უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის საპატრიარქოს და იმ ფაშისტურ დაჯგუფებებს, რომლებზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თანამშრომლობენ ჩვენი ქვეყნის მტრის, რუსეთის სპეცსამსახურებთან. ვაცნობიერებთ რა ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ჩვენ, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება - ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი აქცია," - აცხადებს "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრი, გიორგი კიკონიშვილი.

დღის ამბები