22 მაისი 2018,   17:54
ვრცლად
დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე შეზღუდვები დაწესდება

დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება თბილისის რამდენიმე ქუჩაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა ინგოროყვასა და ჩაიკოვსკის ქუჩებზე. დღის განმავლობაში, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე. 13:00 საათიდან მოძრაობა შეზღუდული იქნება კოსტავას ქუჩაზე, რუსთაველის გამზირსა და მასთან დამაკავშირებელ ქუჩებზეც, ასევე თავისუფლების მოედნისა და ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიებზეც.

დღის ამბები