22 მაისი 2018,   17:55
ვრცლად
ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს

დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების მომზადება დაავალა.

შეზღუდვები იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუკი ოფიციალური მოსკოვის მიერ, ბალისტიკური რაკეტების განადგურების შესახებ შეთანხმების დარღვევა დადასტურდება. ამერიკის ტერიტორიაზე აქტივების გაყინვა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა იმ პირებს ემუქრება, რომლებიც შეთანხმების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები.

ვაშინგტონი და მოსკოვი, 1887 წელს, შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დღის ამბები