18 აპრილი 2024,   05:40
ვრცლად
სროლას ტეხასის შტატში 5 ადამიანი ემსხვერპლა

5 ადამიანი ემსხვერპლა სროლას ტეხასის შტატში. შემთხვევა ქალაქ პონდერში მოხდა.

პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება მიიღო, ადგილზე მისვლის შემდეგ კი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 5 ცხედარი აღმოაჩინა.

შენობაში ასევე ერთი დაშავებული იმყოფებოდა. ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დრომდე უცნობია მომხდარის დეტალები. ერთ-ერთი ვერსიით დაღუპულებს შორისაა თავად თავდამსხმელიც.

დღის ამბები