19 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
აქცია სომხეთში - ერევნის მერი გადადგომას არ აპირებს

საპროტესტო აქციების მიუხედავად, ერევნის მერი გადადგომას არ გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტარონ მარკარიანის თქმით, გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე მსგავსი ზეწოლა დაუშვებელია. მერმა მიტინგის ორგანიზატორები გააკრიტიკა და საპროტესტო აქციას მართული უწოდა.

ქალაქის მერის გადადგომის მოთხოვნით, 200-მდე აქტივისტი ერევნის მუნიციპალიტეტის შენობაში გუშინ შეიჭრა.

აქციის მონაწილეები მერიასთან ახლოს მდებარე პარკში ხეების მოჭრას აპროტესტებდნენ.

დღის ამბები