20 აპრილი 2024,   00:44
ვრცლად
ფაშისტური მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრები მსვლელობის დასაწყებად იკრიბებიან - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

ფაშისტური მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრებმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობისთვის მზადება დაიწყეს და რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან. 

იმ  ტერიტორიაზე, სადაც მსვლელობაა დაგეგმილი, დილიდან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

მასობრივი მსვლელობისთვის ემზადება საპატრიარქოც. რედისონთან დაწყებული მსვლელობა რუსთაველის გავლით სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართება. სასულიერო პირებისა და მრევლის მსვლელობა ამ წუთებში ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ აღნიშნავს.

დღის ამბები