24 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
ოჯახის სიწმინდის დღე - 40 ეპარქიიდან მრევლი ავტობუსებით ჩამოიყვანეს

თბილისში მრავალათასიანი მსვლელობისათვის ემზადებიან. 40-მდე ეპარქიიდან ხალხი დედაქალაქში ავტობუსებით ჩამოიყვანეს.

მსვლელობის მონაწილეები თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით სამების საკათედრო ტაძარისკენ გაემართებიან. მსვლელობა თბილისის ყველა ცენტრალურ მოედანს გაივლის, აქციის მრევლი და სასულიერო პირები გზადაგზა შეურთდებიან.

უკვე მოხდა პირველი ინციდენტი, რუსთაველის მეტროსთან სამართალდამცველებმა ფაშისტური მოძრაობის ორი წევრი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

„საქართველოს ეროვნული ერთობის"  წევრები აქციიდან სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა რუსთაველზე მსვლელობაში მონაწილეობას კვლავაც აგრძელებენ რადიკალური და აგრესიული დაჯგუფებების სხვა წევრები, რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველებს ღიად ემუქრებიან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ აღნიშნავს.

დღის ამბები