20 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
"აუცილებელი ხომ არ არის რუსთაველზე იარონ და თავისი ორიენტაციის დემონსტრაცია მოახდინონ" - თამაზ მეჭიაური ლგბტ საზოგადოებაზე საუბრობს

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად სასულიერო პირების და მრევლის ნაწილი ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ.

ვარდების მოედანზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. აქციის მონაწილეებს შეუერთდა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური.

მეჭიაური ლგბტ თემის მხარდასაჭერი აქციის ჩაშლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სწორია და არ არის აუცილებელი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა საკუთარი ორიენტაციის დემონსტრირება რუსთაველზე სეირნობით გამოხატოს.

„ვინმე უშლით რამეს? წავიდნენ. პირიქით ახლა კაცები აქეთ გამოვედით და იმათ თავისი საქმე აკეთონ უფრო მეტი დრო დარჩებათ თავისუფლად იქნებიან სადაც უნდათ, აუცილებელი ხომ არ არის რუსთაველზე იარონ და თავისი ორიენტაციის დემონსტრაცია მოახდინონ. იყვნენ წყნარად, მშვიდად“-ამბობს მეჭიაური.

დღის ამბები