სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა აღავლინა, ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი იქადაგა.
ილია მეორემ მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს მიულოცა მართლმადიდებლებს და ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცეს. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი,“ – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.
ამ წუთებში კი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. მრევლი ილია მეორემ უნდა დალოცოს.